მესტიაში
დაკარგული
23 წლის პოლონელი ტურისტის
ანა
მეძელევსკას სამძებრო სამუშაოები ბოლო 48 საათია უშედეგოდ მიმდინარეობს.
სამუშაოებში,
მესტიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებთან
ერთად, თბილისიდან მესტიაში ჩასული შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.
შემთხვევა
მესტიის რაიონის სოფელ კალაში ორი დღის წინ მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.
internet.ge