მოძრაობა FEMEN
რუსეთში "სიწმინდეებს დალაშქრავს“. მოძრაობის წევრებმა უკვე დააანონსეს სპეციალური
„ტური“, რომლის დროსაც ისინი ჯვრების გადახერხვას აპირებენ - იუწყება „ფეის
ნიუსი“.
„გახერხე ჯვრები - უშველე რუსეთს“ - ასეთი მოწოდება დევს FEMEN-ის
ინტერნეტ-გვერდზე.
ეს იქნება აქციის გაგრძელება, რომელიც უკრაინაში დაიწყო. მოძრაობის
უკრაინელმა წევრებმა კიევში, მაიდანთან აღმართული ჯვარი გადახერხეს. ამ აქციით მათ
პროტესტი გამოხატეს პანკ-ჯგუფ Pussy Riot-ის წევრთა მიმართ გამოტანილი
განაჩენისადმი. ამის გამო უკრაინის პროკურატურამ ხულიგნობის მუხლით სისხლის
სამართლის საქმე აღძრა.
Internet.ge