მას შემდეგ, რაც მადონამ
სანკტ-პეტერბურგში კონცერტი გამართა, პროკურატურაში 140 სასარჩელო განაცხადი
შევიდა, რომელთა ავტორებიც წერენ, რომ ვარსკვლავმა მათ „მორალური შეურაცხყოფა“
მიაყენა, მოახდინა „გეი-პროპაგანდა“, „გააღვივა რელიგიური შუღლი“ და „ფეხით გათელა
მართლმადიდებლური ჯვარი“.
თუკი მადონას ქმედებებში
დანაშაულის შემადგენლობას იპოვიან, მას რუსეთში შესვლას აუკრძალავენ.
ამჯამად კი პეტერბურგის
პროკურატურა ორგანიზაცია „მშობელთა კონტროლის“ განცხადების საფუძველზე მადონას
მიერ რელიგიური შუღლის გაღვივების თემას სწავლობს. ეს ბრალდება იქიდან მომდინარეობს,
რომ ორგანიზაციის წევრთა განცხადებით, მადონა „ჯვარზე ცეკვავდა, რაც რელიგიური
შუღლის გაღვივებაა“.
Internet.ge