მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 22 აგვისტოსთვის
23:54 21.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ცის კაბადონზე მზე დაგაინაცვლებს ქალწულის ზოდიაქოში, რაც ადამიანთა მოქმედებებში გაამძაფრებს ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, პრაქტიკულობას, შრომისუნარიანობას, ყაირათიანობას, წვრილმანებში ჩაძიების უნარსა და კრიტიკულობას. დილის საათებში აქტიურობა ხელს შეუწყობს ძველი პრობლემების გადაწყვეტას. დღეს, აგრეთვე, მაღალია ბედნიერი შემთხვევითობის ალბათობა. მინერალებიდან სასიკეთოა: ყვითელი ან მწვანე იასპი, მალაქიტი, ოპალი, ონიქსი და ქრიზოპრაზი. ფერებიდან დადებითია: ლურჯი, ცისფერი, ყვითელი, კრემისფერი, მწვანე და ნაცრისფერი. პლანეტა მარსისა და მთვარის ენერგიების შეერთება გამოიწვევს ძლიერ ემოციურობას, აგრსიულობას. დღევანდელ სიზმრებს ნურავის მოუყვებით. სასიკეთო დღეა პროფესიონალური საკითხების გადასაწყვეტად. მოერიდეთ აბორტის გაკეთებას, მოგზაურობას, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, სოცუზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობას. სესხის აღებას უმჯობესია დილის საათებში. კარგია თმის შეჭრა (შემდგომ სწრაფად გაიზრდება). ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ცხვირი, შარდ-სასქესო სისტემა. დღე დადებითია კუროს, კირჩხიბისა და მორიელისათვის, უარყოფითია ლომის, სასწორისა და მერწყულისათვის.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|