GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სტიქიისგან დაზარალებულ კახეთში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
10:21 22.08.2012
დღის სიახლეები

კახეთში სპეციალური კომისია  სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლას აგრძელებს. ამასთან რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს გადახურვითი სამუშაოები. ადგილზე რჩებიან დასუფთავებისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

წინასწარი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზარალდა 1000-მდე ოჯახი და განადგურდა 800 ჰექტარი მიწა.

სტიქიისგან ხელმეორედ დაზარალებულ კახეთის რეგიონში ზარალის სალიდიკვაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაწმენდითი სამუშაოები რეგიონში ამ წუთებშიც გრძელდება.

სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლებში 300-მდე სახლი დააზიანა, ლაგოდეხის რაიონში დაახლოებით 400, საგარეჯოში კი სახნავ-სათესი მიწები. ადგილზე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს მძიმე ტექნიკა. მობილიზებულები არიან და საგანგებო რეჟიმში მუშაობენ შეიარაღებული ჯარების საინჟინრო ბატალიონის წარმომადგენლები, რომლებიც რეგიონში მანამ დარჩებიან, სანამ სტიქიის შედეგების სრული ლიკვიდაცია არ მოხდება.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, ძლიერმა ქარმა  რეგიონში ელექტროსადენები დააზიანა, კახეთის ნაწილს ელექტროენერგია ამ წუთებშიც არ მიეწოდება.

ადგილზე ჩავიდა ენერგეტიკის მინისტრი ვახტანგ ბალავაძე, მისი თქმით, ენერგეტიკოსებმა დაზიანებული ელექტროსადენების 80% შეაკეთეს.

ბალავაძის ინფორმაციით კახეთს ელექტროენერგია სრულად დღეს აღუდგება.

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რეგიონის 44 000 აბონენტს, ამ დროისთვის უკვე მოხერხდა 10 000 მომხმარებლის ჩართვა. “ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრიგადები დაზიანებული სადენების შეკეთებას საგანგებო რეჟიმში ცდილობენ. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ელექტროენერგია დღის განმავლობაში ყველა აბონენტს აღუდგება.

შეგახსენებთ, 20 აგვისტოს,  ძლიერი წვიმისა და ქარიშხალის შედეგად, ყვარელსა და ლაგოდეხში ათეულობით საცხოვრებელი სახლი დაიტბორა , გურჯაანის სოფელ ჩუმლაყში ქარმა საცხოვრებელი სახლები სახურავების გარეშე დატოვა.

ადგილობრივი ხელისუფლება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

სტიქიის პირველივე დღეებში კახეთში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომლებმაც დაზარალებულ მოსახლეობას კონპენსაციების დარიგების პირობა მისცეს. 

კახეთის სტიქიის ეპიცენტრი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ გახდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბესლანის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა1
სახალხო დამცველმა ნაწამები პატიმრების იდენტიფიცირების პროცესი დაიწყო2
საქართველოში "ხსოვნის კვირეული“ იწყება3
ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს4
განათლების სამინისტრო მსხვილბიუჯეტიან კონკურსს გამოაცხადებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X