GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ადამ ოსმაევი საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს
11:11 22.08.2012
დღის სიახლეები

უკრაინაში დაკავებული ადამ ოსმაევი, რომელიც ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მზადებაშია ეჭვმიტანილი, საქართველოს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მისმა მეუღლემ ამინა ოკუევამ განუცხადა.

„ჩვენ უკვე გადავეცით დოკუმენტები ქართველ ჩინოვნიკებს და ვთხოვთ მათ მოგვცენ სწორედ პოლიტიკური თავშესაფარი“ - განაცხადა ოკუევამ.
თუკი საქართველო ოსმაევს პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეტყვის, ანალოგიურ თხოვნას ფინეთს გაუგზავნიან.

ოსმაევმა თავდაპირველად თავშესაფარი უკრაინას სთხოვა. დაკავებული თვლის, რომ რუსეთისათვის გადაცემის შემთხვევაში ის წამების მსხვერპლი გახდება. თუმცა უკრაინის მიგრაციის სამსახურმა დოკუმენტაციის განხილვაზე უარი თქვა. ამასთან, ოფიციალურმა კიევმა გაითვალისწინა ევროპის სასამართლოს თხოვნა, დროებით შეაჩერონ დაკავებულის რუსეთში ექსტრადირება.

ჩეჩენი ადამ ოსმაევი ყაზახეთის მოქალაქე ილია პიანზინი, რომელიც ოსმაევის თანამზრახველად ითვლება, ოდესაში მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. მათ ვლადიმერ პუტინზე და ჩეჩნეთის ხელმძღვანელზე რამზან კადიროვზე თავდასხმის მომზადება ედებათ ბრალად.

ოსმაევმა თავდაპირველად დანაშაული აღიარა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჩვენება შეცვალა და განაცხადა, რომ ის ზეწოლის შედეგად მისცა. ოსმაევი ახლა საერთოდ უარყოფს, რომ რაიმე კავშირი აქვს მომხდართან და საერთოდაც, აცხადებს, რომ არ არის ის ოსმაევი, რომელიც პიანზინთან ერთად რუსეთს საერთაშორისო ძებნაზე ჰყავდა გადაცემული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ „ქართული ოცნების“ წევრი დააკავა1
სასამართლომ მოქალაქე ამირან არჩვაძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილა2
აღმოჩნდა, რომ სიმსივნე, რომელიც რეჟისორის თვითმკვლელობის მიზეზად დასახელდა, მას არ ჰქონია3
ჩიორა თაქთაქიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალ პარლამენტში მყარი უმრავლესობა ექნება4
მაია ფანჯიკიძე არჩევნების პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X