მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 23 აგვისტოსთვის
00:00 23.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ნუ იქნებით ზედმეტად პრინციპული სხვათა მიმართ. პლანეტა მარსი გადადის მორიელის ზოდიაქოში, რაც გამოიწვევს თვითრწმენის, თავდაჯერებულობის, მებრძოლი სულისკვეთების, ინიციატიურობის გამოვლენისა და საქმის საიდუმლოდ შესრულების აუცილებლობას. დღის დევიზია: “ან ყველაფერი, ან არაფერი”. დღევანდელი სიტყვები და ქმედებები შემდგომ ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. პლანეტების მერკურისა და იუპიტერის ჰარმონია განაპირობებს ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიისადმი ინტერესის გამძაფრებას, ინტელექტუალური განვითარების, თავდადების მოთხოვნილებას, მოგზაურობის ძლიერ სურვილს. მინერალებიდან სასიკეთოა: ოპალი, გიშერი, იასპი, ჟადიეიტი, მალაქიტი. ფერებიდან დადებითია: წითელი, შინდისფერი, მუქი მწვანე, ყვითელი და შავი. სიზმრები შემდგომ ახდება. რთული დღეა ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, სოცუზრუნველყოფისა და სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობისათვის. მოერიდეთ აბორტის გაკეტებას. კარგია თმების შეჭრა (შემდგომ სწრაფად გაიზრდება). ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ცხვირი, შარდ-სასქესო სისტემა. დღე დადებითია ქალწულის, თხის რქისა და თევზებისათვის, უარყოფითია – ვერძის, ტყუპებისა და მშვილდოსანისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|