დღეიდან ქალაქ ფოთის რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, სამუშაოები ქალაქის მთავარი მოედნიდან დაიწყება.
აშენდება ახალი თეატრი და იუსტიციის სახლი, ასევე გაიხსნება პოლიციის ახალი შენობა და რამდენიმე სასტუმრო. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ პარკს.
პროექტის მიხედვით,უკვე დასრულდა მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლა, ქალაქის ყველა ქუჩაზე ახალი ასფალტის საფარი დაიგება.
ფოთში მიმდინარე სამუშაოები დღეს პრემიერ-მინისტრმა დაათვალიერა და რეაბილიტაციის პროექტში ჩართულ კომპანიებს კონკრეტული დავალებები მისცა.
ვანო მერაბიშვილმა ფოთის საავადმყოფოც მოინახულა,რომლის რეაბილიტაცია მაისში დასრულდა. კლინიკა 150 საწოლზეა გათვლილი და აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. პრემიერი ექიმებთან შეხვედრის დროს დაინტერესდა თუ რამდენად მომზადებულია კლინიკა სექტემბრიდან დაზღვეული მოსახლეობის მისაღებად.
internet.ge