საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ფოთში მიმდინარე
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
ფოთის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია, პირველ ეტაპზე ახალი თეატრის, იუსტიციის სახლის, სასტუმროს,
ცენტრაული სკვერის და პოლიციის შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაობის პირველი ნაწილი კი
სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ ფოთის რეაბილიტაციის პორექტი მთელ ქალაქს მოიცავს,
გაკეთდება გზები და შეიღებება საცხოვრებელი სახლების ფასადებიც.
“აი, აქ
სურათებზე რა შენობებიცაა მოცემული, სექტემბრის ბოლოს ფოთშიც ზუსტად იგივე
შებნობები იქნება, წლების განმავლობაში აქ გადათხრილი იყო გზები, რადგან
მოსაგვარებელი იყო წყლის პრობლემა, დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ქუჩა და ესეც
სექტემბრის ბოლოს დასრულდება. ფოთის რეაბილიტაცია დაიწყება ცენტრალური სკვერიდან,
ეკლესიიდან და მივა ფოთის ბოლო წერტილამდე,“-განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე ფოთში ცენტრალური სავადმყოფო დაათვალიერა და
მომსახურე პერსონალს შეხვდა. კლინიკა 170 საწოლზეა გათვილილი და უმაღლესი სამედიცინო
აპარატურითაა აღჭურვილი.
Internet.ge