ანაკლიაში დღეს მშვიდობის ფესტივალი გაიხსნება. აღსანიშნავია, რომ
ფესტივალი ანაკლიის გახსნიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ტარდება და ორი დღე
გაგრძელდება. მშვიდობის ფესტივალის ფარგლებში ალტერნატიული მუსიკის გრანდიოზული
კონცერტი გაიმართება.
დღესვე, 17:00 საათიდან ანაკლიის ბულვარიდან სახალხო სეირნობა დაიწყება. ორი დღის
განმავლობაში კი ანაკლია თეატრალურ წარმოდგენებს, პერფორმასებს, გამოფენებს და
სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ მშვიდობის ფესტივალი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა
სამინისტროს ინიციატივით ეწყობა და იგი
ყოველწლიური გახდება.
internet.ge