პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცესი მიმდინარეობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბესიკ ლილუაშვილი განუცხადა, ამ ეტაპზე ბიძინა ივანიშვილის
საქმესთან დაკავშირებით კვლავ ქონების მოძიების პროცესი მიმდინარეობს.
„მას შემდეგ, რაც საქმის წარმოების პირველი ეტაპი დასრულდება, გადავალთ
მეორე ეტაპზე. მეორე ეტაპზე კი შესაძლებელია გამოყენებულ იყოს ინკასო, ქონების
აუქციონზე გატანა ან იძულებითი მმართველის დანიშვნა, რომელიმე
კომპანიაში“-აცხადებს ლილუაშვილი.
პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საინიციატივო
ჯგუფის წევრი და ივანიშვილის იურისტი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ იძულებითი აღსრულების პროცესის დროს,
ხელმეორედ იქნება დაყადაღებული „ქართუ ბანკი“, „ქართუ ჯგუფი“ და იქ დროებითი
მმართველი იქნება დანიშნული.
კბილაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ქონება
აუქციონზე იქნეს გატანილი.
„შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ქონება აუქციონზე იქნეს
გატანილი და თუკი მყიდველი არ გამოუჩნდება, ავტომატურად გადაეცემა სახელმწიფოს.
თუკი ბიძინა ივანიშვილის ქონება იქნება გადაცემული სახელმწიფოსთვის,
შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერის მხრიდან ჯარიმის გადახდა მიანც ვეღარ გამოიწვევს
ამ ქონების პირვანდელი მესაკუთრისთვის დაბრუნებას“- განმარტავს კბილაშვილი.
internet.ge