ნიუ-იორკის ქუინსის რაიონში სამართალდამცველებმა 3
მილიონი ფუტკრის „ამოღების“ ოპერაცია ჩაატარეს.
ფუტკრები ადგილობრივ მცხოვრებს ი გინ ჩენს ეკუთვნოდა.
როგორც გაზეთმა NY Daily News-მა
გაარკვია, პატრონს ფუტკრების უფლებების დარღვევას ედავებიან: ის მწერებს მთელ
თაფლს აცლიდა და რადგანაც ფუტკარი მალე მრავლდება, ვერც მათ შესაბამისად მოვლას
ახერხებდა.
ზოგადად ამ სახლში ფუტკრების არსებობის შესახებ თავად ჩენისგან გახდა ცნობილი. მან
საცხოვრებლის შეცვლა გადაწყვიტა და მეფუტკრეთა საზოგადოებას დაუკავშირდა, რათა
კონსულტაცია გაევლო, რა მოეხერხებინა თავისი „შინაური ცხოველებისათვის“.
თუმცა ფუტკრები პოლიციამ წაიყვანა. სპეციალისტებმა კი დაადგინეს, რომ ისინი „არც
თუ კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან“.
ნიუ-იორკელებს სახლებში ფუტკრების ყოლის უფლება 2010 წლიდან მისცეს. არანაირი
ნებართვა მეფუტკრეობაზე საჭირო არ არის, თუმცა მწერების დარეგისტრირება
აუცილებელია.
როგორც წესი, ნიუ-იორკში ერთ სკაზე მეტ ფუტკარს არ
იჩენენ, ი გინ ცენს კი 45 სკა ჰქონდა. ახლა მას საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა
მოუწევს - თითო სკაზე 2 ათასი დოლარი.
Internet.ge