საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია
მოსალოდნელი. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
სინოპტიკოსების თქმით, სექტემბრიდან კვლავ უნალექო ამინდებს
ელოდებიან, ერთი კვირის განმავლობაში კი, საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან წვიმა და
ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი.
ხვალიდან, საქართველოს მთელს
ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს. დასავლეთ საქართველოში 27-30 გრადუსია
მოსალოდნელი, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს. რაც
შეეხება დედაქალაქს, თბილისში 30-35
გრადუსი იქნება.
internet.ge