გუდაურში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ მოინახულა.
უგულავა ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
კურორტზე ახალი სასტუმროს მშენებლობაც მიმდინარეობს. თითოელი მცირე
საოჯახო ტიპის სასტუმრო კი თანამედროვე შესაბამისი სტანდარტებით იქნება მოწყობილი.
“შარშან ამ დროს რომ ვიყავით ჩვენ აქ იყო მთა, ერთ წელიწადში გაკეთდა
ყველაფერი და მომდევნო ერთ წელიწადში აქ საერთოდ სხვა სიცოცხლე იქნება. ჩვენი
მთავარი ამოცანაა, რომ გუდაური გარდა იმისა, რომ არის სამთო-სათხილმაურო კურორტი
გადავაქციოთ საზაფხულო სეზონის დასასვენებელ ადგილადაც,“-განმარტა გიგი
უგულავამ.
60 ნაგებობის სრული რეკონსტრუქციას, შიდა გზების რეაბილიტაციას,
წყალმომარაგების პროექტი, ეს ის ჩამონათვალია, რომლის სარეაბილიტაციაო სამუშაოებიც
სამთო-სათხილამურო კურორტზე უკვე დაიწყო.
უახლოეს პერიოდში გუდაურის შიდა გზების რეაბილიტაციაც დაწყება,
მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. საგზაო სამუშაობის დასრულება კი სექტემბრის ბოლოს
იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 100 ადამიანია დასაქმებული.
Internet.ge