მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 28 აგვისტოსთვის
23:53 27.08.2012
|
დღის სიახლეები
|
გილოცავთ ღვთისმშობლის მიძინების ბრძწყინვალე დღესასწაულს! გეომაგნიტური დღეა. მეტი თავდაჭერა გმართებთ ბიზნეს და საოჯახო პარტნიორებთან ურთიერთობისას. ადვილად ნუ ენდობით სხვათა სიტყვებსა და დაპირებებს. მინერალებიდან სასიკეთოა: ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქვამარინი, ცირკონი. ფერებიდან დადებითია: ყავისფერი, ყვითელი, კრემისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და მწვანე. სიზმრები დაიმახსოვრეთ. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ალერგიის გამომწვევ პროდუქტებს. ნეგატიური დღეა სტომატოლოგიური პროცედურებისათვის, ფინანსური ოპერაციებისათვის, ხელმძღვანელებთან და გავლენიან პირებთან ურთიერთობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის, ახალი კავშირების დასამყარებლად, გაცვლითი ოპერაციებისათვის. სასიკეთოა დღე საოფისე ინვენტარისა და საათების შესაძენად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისათვის, საქმიანი კონტაქტებისათვის, სამეცნიერო კვლევისათვის, კოლექციის შესაგროვებლად, ექიმებთან კონსულტაციისათვის. ჯანმრთელობის მხრივ სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები და კბილები. დღე დადებითია კუროსა და თევზებისათვის, ხოლო უარყოფითია ლომის, მშვილდოსნისა და სასწორისათვის. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|