საქართველოს მასშტაბით ყველა ბაგა-ბაღში ბავშვების მიღება 17
სექტემბრიდან დაიწყება. მშობლების უმრავლესობას განაცხადები უკვე შევსებული აქვთ,
თუმცა ბაგა-ბაღების დირექტორები ამბობენ, რომ თავისუფალი ადგილები ამ ეტაპაზე
ცოტაა დარჩენილი.
ყველა ბაგა-ბაღში ზაფხულში დაწყებული შიდა სარემონტო სამაუშაოები უკვე
დასრულებულია, ამჟამად ბაღებში მხოლოდ ეზოების დასუფთავება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღებში სულ 17 ათასი ვაკანსია იყო
გამოცხადებული, აქედან 14 ათას ვაკანსიაზე განაცხადი უკვე შეტანილია. დარჩენილ
ვაკანსიებზე კი მშობლებს 17 სექტემბარმდე შეუძლიათ განცახდების შევსება.
2012-2013 წლებში ბაგა-ბაღებს 44 ათას აღსაზრდელზე მეტი ეყოლება.
internet.ge