ერაყში
სიკვდილით დასაჯეს
21 ადამიანი, რომლებიც
ტერორისტულ საქმიანობაში
იყვნენ ბრალდებულები
– იუწყება ერაყის
იუსტიციის სამინისტრო.
სიკვდილით
დასჯილთა შორის
სამი ქალია.
ხელისუფლების
მონაცემებით, მიმდინარე
წლის დასაწყისიდაბ ერაყში
70 ადამიანი ჩამოახრჩვეს,
უფრო მეტი, ვიდრე
გასულ წელს.
განაჩენების
აღსრულება მასობრივად
ხდება. მაგალითად
იანვარში ერთდროულად
დასაჯეს 17 ადამიანი,
თებერვალში კი
14.
Internet.ge