მცხეთაში, სვეტიცხოველის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიმართა ფოტოგამოფენა “ქრისტიანული ხელოვნების საგანძური”, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის აღსაყდრებიდან
35-ე და დაბადებიდან მე-80 წელს ეძღვნება.
გამოფენაზე წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ექსპონატების ფოტოასლები, როგორებიცაა ხახულის კარედი, ანჩისხატი, ბედიის ბარძიმი, წილკნის ღვთისმშობლის ხატი და სხვ.
გამოფენა მცხეთაში 3 კვირას გასტანს და სკოლის მოსწავლეებს, მათ პედაგოგებს, ადგილობრივ მოსახლეობას, აგრეთვე მცხეთის დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ საგანძურს.
მცხეთიდან გამოფენა
სტეფანწმინდაში
გადაინაცვლებს
და
მთლიანობაში
15 ქალაქს
მოივლის.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების,
ხელოვნებისა
და რესტავრაციის ცენტრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
Internet.ge