დღეიდან საქართველოში გამოფენა
“არტისტერიუმი 2012” იწყება. ფესტივალი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 18:00
საათზე გაიხსნება.
თანამედროვე ხელოვნების
საერთაშორისო ფესტივალი “არტისტერიუმი” უკვე მეხუთე წელია ტარდება. წლევანდელი
გამოფენის თემაა “პროტესტი, რომელიც არასდროს მთავრდება.”
ღონისძიება, რომლის
ფარგლებშიც მოეწყობა გამოფენები, გაიმართება პრეზენტაციები და ლექციები, თბილისის
სხვადასხვა ადგილას 13 ოქტომბრამდე გასტანს.
“არტისტერიუმი” თანამედროვე
ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას
ემსახურება.
internet.ge