ბანკმა “რესპუბლიკამ” სტუდენტები მასტერკლასზე მიიწვია
16:10 01.11.2012
|
დღის სიახლეები
|
31 ოქტომბერს, ბანკმა “რესპუბლიკამ” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიისა და ფილოლოგიის ფაკულტეტების სტუდენტები ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის გალერეაში მიიწვია, სადაც მათ ხელოვნების ექსპერტმა, ქეთევან კინწურაშვილმა მასტერკლასი ჩაუტარა. მასტერკლასის თემა იყო ემიგრანტი მხატვრის – ვერა ფაღავას ცხოვრება და შემოქმედება. ქალბატონმა ქეთევანმა სტუდენტებს გალერეის მოკლე ექსკურსი ჩაუტარა, რის შემდეგაც საგამოფენო დარბაზში, ვერა ფაღავას ნახატების გარემოცვაში მისი შემოქმედების უნიკალურობაზე დეტალურად ისაუბრა. მასტერკლასის ბოლოს ქეთევან კინწურაშვილმა სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
ეროვნულ გალერეაში ვერა ფაღავას ნახატების გამოფენა სექტემბრის შუა რიცხვებში გაიხსნა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გამოფენა ერთ თვეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ “სინათლის მხატვრად” აღიარებული შემოქმედის ნამუშევრებით ქართველი საზოგადოება კიდევ ცოტა ხნით დატკბება.
თეიკო კანდელაკი, კორპორაციული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი: ”ბანკ “რესპუბლიკისთვის”, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე საბანკო დაწესებულებისათვის, უაღრესად მნიშვნელოვანია მოსწავლე ახალგაზრდობასთან, სტუდენტებთან და ზოგადად მომავალ თაობასთან ურთიერთობა და მათ ღირებულებათა სისტემის შექმნაში მონაწილეობა. მათთვის მასტერკლასის ჩასატარებლად ხელოვნებათმცოდნე – ქეთევან კინწურაშვილი მოვიწვიეთ. იგი მხატვარს პირადად იცნობდა და ადრეული პერიოდიდანვე ახლოს იყო მის შემოქმედებასთან. ბანკი “რესპუბლიკა” მომავალშიც მოაწყობს ღონისძიებებს სტუდენტებისათვის, რითაც ხელს შეუწყობს მათ ჩამოყალიბებას ჭეშმარიტი ხელოვნების დამფასებლებად.”
შეგახსენებთ, რომ ბანკი "რესპუბლიკა" – 2006 წლიდან ჯგუფი "სოსიეტე ჟენერალის" წევრი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საფინანსო ინსტიტუტია. ბანკი 1991 წელს დაარსდა და ამჟამად საცალო და კორპორაციული მომსახურების ბაზარზე წამყვანი პოზიცია უკავია. თავისი 38 ფილიალის საშუალებით ბანკი კლიენტებს პროფესიონალიზმის, ინოვაციისა და გუნდური სულისკვეთების პრინციპების დაცვით ემსახურება.
ვებ-გვერდის მისამართი: www.republic.ge
"სოსიეტე ჟენერალი" ევროპის ერთ–ერთი უდიდესი ფინანსური ჯგუფია. იგი 1864 წელს დაფუძნდა და ამჟამად ფინანსურ მომსახურებას მსოფლიოს 77 ქვეყანაში 33 მილიონზე მეტ კლიენტს უწევს. ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის სტრატეგიის წყალობით "სოსიეტე ჟენერალი" წარმატებით ასრულებს მიზანს – ხარისხითა და თანამშრომელთა ერთგულებით იყოს საბანკო ბაზარზე აღიარებული და გამორჩეული ინსტიტუტი. ვებ-გვერდის მისამართი: www.socgen.com
საკონტაქტო პირი: შოთა მაჭავარიანი
ტელ.: 577 20 20 80
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|