GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
“აკაკის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში” - 100 წელი ფილმის გადაღებიდან
14:15 24.04.2012
დღის სიახლეები

პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაღებიდან 100 წელი გავიდა. 1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა.

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი, ფილმთან ერთად, ინახავს ვასილ ამაშუკელის მოგონებებს “აკაკის მოგზაურობის” გადაღების პროცესზე. ეროვნულ საარქივო ფონდშია, ასევე ფოტოები, რომელიც ამ მოგზაურობის დროს ფოტოგრაფს გადაუღია და ფილმი ვასილ ამაშუკელზე, სადაც ის სტუდენტებთან შეხვედრისას ფილმის გადაღების დეტალებს იხსენებს.

ვასილ ამაშუკელის მოგონებიდან და იმ კადრებიდან, რომელიც მგოსნის მოგზაურობას შეეხება, ცხადი ხდება, როგორ ზეიმობდა რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა 1912 წლის 21 ივლისიდან 1 აგვისტომდე აკაკის სტუმრობას.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მხცოვანი მგოსანი აღფრთოვანებული იყო სიყვარულით, რომელსაც ხალხი მის მიმართ გამოხატავდა, მას ყველგან სახალხო სანახაობებით, დიდი, საგანგებოდ მორთული სუფრით ხვდებოდნენ. აკაკის განსაკუთრებით მოწონებია სოფელ ბარაკონში გამართული ფერხული - ასზე მეტი მოხუცი, თეთრწვერა რაჭველები, მოხუც ქალებთან მკლავი-მკლავში გადადებულნი, შეხმატკბილებულნად მღეროდნენ და აყოლებდნენ ძველებური ფერხულის სიმღერას ფეხს. აკაკიმ ვასილ ამაშუკელ მიიხმო და სთხოვა: “არ დაზოგო ცოდნა და მასალა, თუ ეს ფერხული სურათში ასე იქნება აღბეჭდილი, ძლიერ კარგი იქნებაო”.

კიდევ ერთი თხოვნა აკაკისა ვასილ ამაშუკელის მიმართ ნიკორწმინდის საგანძურისა და ფრესკების გადაღება იყო.

კინოოპერატორი იგონებს, რომ მოგზაურობის დატვირთულმა პროგრამამ მგოსანი ვერ დაღალა. თანმხლებთა დაჟინებულმა თხოვნამ, დაესვენა, აკაკი გააჯავრა კიდეც.

ფილმის ჩვენება 1912 წლის სექტემბერში ქუთაისში გაიმართა, 15 დღის განმავლობაში დარბაზი ხალხით იყო სავსე. ასეთივე წარმატებით აჩვენეს ფილმი საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები პოსტებზე დაამტკიცა1
„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან2
ვანო მერაბიშვილი ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა3
ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელით ყალბი გვერდები იქმნება4
საგარეო უწყება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის მიმართ მიღებულ რეზოლუციას მიესალმება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X