GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართველი გამომგონებლის იდეით პენტაგონი დაინტერესდა
16:41 28.04.2012
დღის სიახლეები
თბილისის მერიის ორგანიზებით, ექსპოჯორჯიაში დღეს 110 ინოვაციური გამოგონებისა და იდეის გამოფენა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო: სამკურნლო საშუალებები, კომპიუტერული და სამეცნიერო ტექნიკა, სიმბოლური დატვირთვის მქონე ქანდაკებები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მომღერალი შადრევანი, მოცეკვავე ნაძვისხე, ბალახის საშრობი, საღებავების გარეშე მიღებული ფერადი მასალები, ორიგინალურად გაფორმებული ნამცხვრები და ტანსაცმელი. 

მათთვის, ვისაც სივიწროვეში ცხოვრება მობეზრდა და ბინის გაფართოება სურს, ქუთაისელმა არქიტექტორმა, ვახტანგ დვალიშვილმა, ფიჭური საცხოვრებლის მოდელი წარმოადგინა. სპეციალური კონსტრუქცია საცხოვრებელი სახლის ნებისმიერ სართულზე გარედან მონტაჟდება და დამატებითი ოთახიც მზადაა. ინოვაციური მიშენების ავტორები კლიენტებს 50 წლიან გარანტიას პირდებიან. დვალიშვილის განმარტებით ფიჭური საცხოვრებელის გამოცდა და ტესტირება წარმატებით ჩატარდა ქუთაისში. 

გამოგონებებისა და იდეების გამოფენის ექსპონანტებს შორის, ისეთი ნამუშევრებიც იყო, რომელთაც ამერიკისა და ევროპის ყურადღება უკვე მიიპყრეს. კახაბერ კობერიძემ კვალის ამრევი ფეხსაცმელები წარმოადგინა. ამ იდეით უკვე დაინტერესდა პენტაგონი და ქართველი გამომგონებელი მათთან კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება. 

მომავლის ავტომობილების დიზაინი წარმოადგინა დავით მამაგულიშვილმა. თინეიჯერი დიზაინერის იდეებით უკვე დაინტერესდა ფოლკსვაგენი და სკოლის დამთავრების შემდეგ, დავითი შესაბამისი განათლების მიღებასა და მუშაობას საზღვარგარეთ გეგმავს. 

გამოგონებებისა და იდეების გამოფენა თბილისის მერიის ორგანიზებით ჩატარდა. პროექტის მხარდამჭერები არიან საქპატენტი და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი. ღონისძიების მიზანი საინტერესო გამოგონებების ფართო საზოგადოებისთვის დემონსტრირება და პრაქტიკული ხელშეწყობა გახლავთ.

გამოფენის მონაწილეები საქპატენტმა და სხვადასხვა უწყებაში მოღვაწე ექსპერტებით დაკომპლექტებულმა კომისიამ შეარჩია. საინტერესო გამოგონებების შერჩევის პროცესში კომისიამ 900–ზე მეტი პროექტი განიხილა.

იხ. ბმული

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კომიტეტის სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს1
2012-13 წლის სასწავლო პროცესი დაიწყო2
სოხუმი ევროკავშირთან თანამშრომლობას იწყებს3
მირზა დავითაიამ ქართველ ემიგრანტებს მადლობა გადაუხადა4
უკრაინაში ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ საყოველთაო პროტესტი იწყება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X