თეატრალური პრემიის „დურუჯის“ მოსაპოვებლად 30 კანდიდატი იბრძოლებს. კულტურის სამინისტროს ცნობით, წელს „დურუჯის“ პრემიის გაცემაში ცოტაოდენი ცვლილებებია, კერძოდ კი, უკვე არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი-საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატება.
პრემიის მიღების მსურველი კანდიდატების სიას ორგანიზატორები 8 მაისს, 13 საათზე, კომპანია „რედიქსის“ ოფისში წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ „დურუჯის“ დაჯილდოვება უკვე მე-4 წელია იმართება. წინა წლებისაგან განსხვავებით, წელს ხუთის მაგივრად ექვსი ნომინაცია იქნება და შესაბამისად ლაურეატების რაოდენობაც გაიზრდება.
internet.ge