29 მაისიდან, თბილისში ფოტო ფესტივალი 2012 დაიწყება და 4 ივნისამდე
გასტანს.
ფესტივალი 6 დიდ გამოფენას აერთიანებს, რომელიც თანამედროვე
ფოტოგრაფიის ყველა მიმართულებას მოიცავს.
მსოფლიო მასშტაბის ფესტივალი თბილისში უკვე მესამედ ტარდება.
2011 წელს მან 20 000–მდე
თბილისელ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა.
წელს ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ფოტოჟურნალისტი, ფოტოსააგენტო
„NOOR”–ის
დამაარსებელი სტენლი გრინია. ამასთანავე, წარმოდგენილი იქნება მისი სერია ჩეჩნეთის
ომებზე.
თბილისის ფოტოფესტივალის წარმომადგენელთა განცხადებით, ფესტივალმა
უკვე მოიპოვა რეგიონალური მასშტაბის კულტურული ღონისძიებების რეპუტაცია და წლიდან
წლამდე სულ უფრო მეტ ცნობილ თუ ახალგაზრდა ფოტოგრაფს აერთიანებს სხვადასხვა რეგიონიდან.
internet.ge