ბრედ პიტი პირადად წარადგენს კანის
ფესტივალზე ენდრიუ დომინიკის ფილმს „მოკალი ნაზად“, რომელშიც მთავარ როლს თავად
თამაშობს.
ჰოლივუდის ვარსკვლავის გმირს მოუწევს ყველაზე
თავზეხელაღებულ მკვლელებთან და დამნაშავეებთან ურთიერთობა, რომლებიც მხოლოდ იმას
ელიან, როდის მივა საქმე იარაღამდე. მას უხდება დამნაშავეთა სამყაროს მთელი წრის
გავლა, რათა არ დაიწყოს ნამდვილი ომი, რომელსაც შესაძლოა ცოცხალი ვერც გადაურჩეს.
ფილმში მრავლადაა ძალადობის სცენები. იგი
მთავრდება სიტყვებით: „ამერიკა ქვეყანა არაა, ეს - ბიზნესია! გამოუშვი ჩემი ფული!“
პრემიერაზე მისულმა პიტმა განაცხადა, რომ ეს
არის ერთ-ერთი იმ განგსტერულ ფილმთაგან, რომლის დასაჯერებლადაც ის მზადაა.
კითხვაზე, არის თუ არა მასში პოზიტიური მესიჯები, მსახიობმა უპასუხა: „მასში
არის გაკვეთილი“.
internet.ge