GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსნება
10:09 24.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი დღეს იხსნება, რომელიც საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და ორგანიზებით და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალი გაიმართება საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და გაგრძელდება ოთხ დღეს, 27 მაისის ჩათვლით.

24 მაისს 13:00 საათზე ფესტივალს ოფიციალურად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა გახსნის. 25 მაისს კი ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში გაიმართება გალაწვეულება და თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალის კატალოგის პრეზენტაცია.

თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში იგეგმება აქციები, ლიტერატურული ვიქტორინა და პრეზენტაციები, როგორც ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში, ისე ქალაქის ლიტერატურულ კაფეებში. ფესტივალზე მოსულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ლიტერატურული კონკურსის, "საბას", 2012 წლის ფინალისტებს და შეხვდეს მათ "თი ბი სი ლიტრუმში", მე-11 პავილიონში.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით გაიმართება აქცია "აჩუქე წიგნი ახალ მკითხველს!" რომლის ფარგლებშიც შეგროვებული წიგნები დევნილთა სამინისტროს მხარდაჭერით გადაეცემა წეროვანის დევნილთა დასახლების ბიბლიოთეკას. წიგნების დონაცია შეუძლიათ როგორც ორგანიზაციებს, ისე კერძო პირებს.

აგრეთვე, წელს პირველად საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით ყველა მთავარ (ცენტრალურ) ბიბლიოთეკას გადაეცემა 700 ლარამდე ღირებულების ერთჯერადი ვაუჩერი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება ფესტივალის მსვლელობისას 24 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით.

აღნიშნული პროექტის მიზანია, მთელი საქართველოს მასშტაბით ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდების ახალი გამოცემებით გამდიდრება.

ფესტივალის ფარგლებში დამთვალიერებელი გაეცნობა უამრავ სიახლეს თანამედროვე ავტორების, ლიტერატურული მიმართულებებისა და საგამომცემლო საქმიანობის შესახებ.

internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტმა კომიტეტების თავმჯდომარეები პოსტებზე დაამტკიცა1
„ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან2
ვანო მერაბიშვილი ყირგიზეთის დელეგაციას შეხვდა3
ფეისბუქში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის სახელით ყალბი გვერდები იქმნება4
7 წლის ბავშვის ნაცვლად სკოლაში რობოტი დადის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X