პარიზის ლუვრში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „წმინდა ანა. ლეონარდოს უკანასკნელი შედევრი“. ჩვენებაზე წარმოდგენილია ლეონარდო და ვინჩის ტილო „წმინდა ანა მადონასთან და ყრმა იესოსთან ერთად“, რომელსაც 2011 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა.
რესტავრირებული ნამუშევრის გამოფენის შემდეგ ზოგიერთმა სპეციალისტმა ლუვრი არაკორექტულ მუშაობაში დაადანაშაულა. ფრანგი ექსპერტები მიუთითებდნენ იმაზე, რომ საღებავებზე ძლიერი გამხსნელი საშუალებების გამოყენების შედეგად, ტილო ზედმეტად ნათელი გამოვიდა. პროტესტის ნიშნად, ორმა ექსპერტმა სეგოლენ ბერგეონ ლანგლიმ (Segolene Bergeon Langle) და ჟან-პერ კიუზანმა (Jean-Pierre Cuzin) რესტავრაციის საერთაშორისო კომიტეტიც კი დატოვეს.
გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ლეონარდოს ნამუშევრის ყველა ესკიზი, 25 ივნისამდე გაგრძელდება. „წმინდა ანას“ გვერდით პარიზის მუზეუმმა „ჯოკონდას“ კოპიოც გამოფინა პრადოს მუზეუმიდან, რომელიც ლეონარდოს სიცოცხლეშივე შეიქმნა.
გავრცელებული ინფორმაციით, და ვინჩი „წმინდა ანაზე“ სიცოცხლის ბოლო პერიოდში მუშობდა (1519 წელს), ამიტომ მან ტილო დაუსრულებელი დატოვა.
Internet.ge