ფესტივალი „არტ-გენი“ იწყება
11:00 20.06.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოში ფესტივალი ”არტ-გენი” იწყება. აღნიშნული ფესტივალი, რომლის მიზანს ქართული ფოლკლორისა და სხვადასხვა ძირძველი ტრადიციების მოძიება-პოპილარიზება წარმოადგენს, უკვე მეცხრე წელია წარმატებით ტარდება.
წელს დაგეგმილია ფესტივალის 5 რეგიონალური ტური და მისი შემაჯამებელი 10 დღიანი დასკვნითი ნაწილი თბილისში.ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ხალხური სიმღერის, ინსტრუმენტალური მუსიკის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერებისა და რეწვის ოსტატები საქართველოს ყველა კუთხიდან.
ასევე, წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მოღვაწე ეროვნული უმცირესობები, კავკასიელი სტუმრები მეზობელი რეგიონებიდან, აგრეთვე შემოქმედებითი ჯგუფები უცხოეთიდან (პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი და სხვ)
ფესტივალის მხარდამჭერები არიან კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ქალაქ თბილისის მერია.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|