დღეს, გორში, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, თეატრალიზებული
წარმოდგენა-კარნავალი გაიმართება.
ღონისძიება გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება. მას ტურიზმის
დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე გახსნის.
კარნავალის ფარგლებში, კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრი ისტორიულ მოვლენებსა
და გმირებს გააცოცხლებს. დადგმებში მონაწილეობას მიიღებენ „ბერიკები“ და „შავნაბადოსნები“.
წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“. საღამოს ხალხური სიმღერები გააფორმებს.
ღონისძიებები გორის ციხის 6 სხვადასხვა ნაწილში გაიმართება. კარნავალი
ცეცხლოვანი შოუთი დასრულდება.
internet.ge