GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ხელოვნება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"თბილისი, ჩემი ქალაქის“ ჩვენება სექტემბერში იგეგმება
18:06 06.07.2012
დღის სიახლეები
საპროდიუსერო კომპანია „იბერია ფიქჩერზ“–მა  2011 წლის დეკემბერში გამოაცხადა თბილისის თემატიკასთან დაკავშირებული  სცენარების კონკურსი მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა მიიღო 40–მდე რეჟისორმა. 50–მდე სცენარიდან საბოლოოდ პროექტისთვის 12 სცენარი შეირჩა. 

პროექტის სახელწოდებაა „თბილისი, ჩემი ქალაქი“, (პროდიუსერები: ქეთევან გალდავაძე, დავით აგიაშვილი) რომლის ფარგლებშიც შეიქმნება 12 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი თბილისის თემატიკაზე. 
ეს იქნება 12 ერთმანეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი ისტორია. თორმეტი  სხვადასხვა თაობის რეჟისორის ხედვა თბილისზე. აღნიშნულ ფილმში  თბილისი წარმოჩნდება, როგორც დასავლური კულტურის მატარებელი ქალაქი და იმავდროულად ნაჩვენები იქნება მისი თვითმყოფადობა. 

პროექტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორები:  თამარ შავგულიძე, ლევან თუთბერიძე,  თორნიკე ბზიავა, გიორგი ბარაბაძე,   დიმიტრი მამულია,   ლევან ღლონტი,  ირაკლი ჩხიკვაძე,  ნიკა აგიაშვილი, ალექსანდრე ქვირია და ა.შ.

6 მოკლემატრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება უკვე დასრულებულია.

აღნიშნული რეჟისორების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები, საბოლოოდ ერთ სრულმეტრაჟიან ფილმად შეიკვრება, სახელწოდებით „თბილისი, ჩემი ქალაქი“. 

როგორც  Deadline იუწყება, ფილმში ცნობილი ამერიკელი მსახიობები: რონ პერლმანი, სარა დიუმონტი, მალკოლმ მაკდაუელი და ჯორჯ ფინი მიიღებენ მონაწილეობას. 

რონ პერლმანი ამერიკელი მოტოციკლეტისტის როლს ითამაშებს, რომელიც თბილისში ქალის, სახელად Freedom (თავისუფლება), თანხლებით მოგზაურობს. პერლმანის მეწყვილე ე.წ. შორთფილმში  სარა დიუმონტი იქნება.

ფილმი გათვლილია, როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და ამერიკის ბაზარზე. გასაღების ძირითადი არხები იქნება: კინოთეატრი, ტელევიზია და DVD გაქირავება.

დაწყებულია მოლაპარაკებები რამდენიმე  ევროპულ სატელევიზიო არხთან. მიმდინარეობს მოლაპარაკება ამერიკულ საკაბელო ტელეარხებთან, კინოგაქირავების კომპანიებთან („ბლოგბასტერის“, „რედ ბოქსის“ და  „ნეტ ფლიქსის“ დისტრიბუტორებთან).

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავდაცვის კომიტეტი რეზერვის სისტემის კონცეფციას წარადგენს1
ფოთის პორტის თანამშრომლებმა შიმშილობა დაიწყეს2
საპარლამენტო არჩევნები შედგა3
მარიამ მახნიაშვილს დღეს, ტორონტოში დაკრძალავენ4
ზვიად ძიძიგური: ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალტანჯული საქმიანობის შემდეგ დასასრულისკენ წაიყვანა თავისი საქმიანობა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X