|
18:48 10.05.2012
|
დღეს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ”ევროპული წიგნი: საქართველოს” გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარდგენილი იყო ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები. |
|
|
18:37 10.05.2012
|
პოპ-არტის დამფუძნებლის, ენდი უორჰოლის ნამუშევარი „ორმაგი ელვისი“ ნიუ-იორკის „სოტბის“ აუქციონზე 37 მლნ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ „Associated Press“-ი იტყობინება. |
|
|
15:23 10.05.2012
|
18-19 მაისს, მარჯანიშვილის თეატრი ლონდონში, შექსპირის ფესტივალზე „მსოფლიო გლობუსზე“ პიესას „როგორც გენებოთ“ წარადგენს.ფესტივალში სულ 37 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. |
|
|
14:17 10.05.2012
|
12-13 მაისს, თბილისში, შარდენის ქუჩაზე „შოკოლადისა და პოეზიის ორდღიანი ფესტივალი“ მოეწყობა. ფესტივალზე მისულ ადამიანებს, შოკოლადის მწარმოებელი კომპანიების პროდუქციის უფასოდ დეგუსტაცია შეეძლებათ. ასევე, გაიმართება 10 ქართველი ახალგაზრდა ავტორის წიგნებისა და წიგნაკების პრეზენტაცია. |
|
|
13:20 08.05.2012
|
თეატრალური პრემიის „დურუჯის“ მოსაპოვებლად 30 კანდიდატი იბრძოლებს. კულტურის სამინისტროს ცნობით, წელს „დურუჯის“ პრემიის გაცემაში ცოტაოდენი ცვლილებებია, კერძოდ კი, უკვე არსებულ ნომინაციებს კიდევ ერთი-საუკეთესო მხატვრის ნომინაცია დაემატება. |
|
|
12:11 04.05.2012
|
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში დღეს, მწერალ რეზო თაბუკაშვილთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრისას ასევე, თაბუკაშვილის წიგნის ”გემების აჩრდილის” პრეზენტაცია იგეგმება. |
|
|
10:55 03.05.2012
|
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტებისა და პროზაიკოსებისადმი მიძღვნილი ერთჯერადად გამოცემული გაზეთები და ”ცისფერყანწელთა” სახელთან დაკავშირებული პრესა. |
|
|
10:49 03.05.2012
|
ანონსი: ევროპის სამაუწყებლო საბჭომ, სომხეთი, აზერბაიჯანში დაგეგმილ სიმღერის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დააჯარიმა. |
|
|
16:41 28.04.2012
|
გამოგონებებისა და იდეების გამოფენაზე კახაბერ კობერიძემ კვალის ამრევი ფეხსაცმელები წარმოადგინა. ამ იდეით უკვე დაინტერესდა პენტაგონი და ქართველი გამომგონებელი მათთან კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება.
|
|
|
10:26 25.04.2012
|
"თიბისი გალერეაში" დღეს, მინდია მიდელაშვილის მიერ მზით ნაბეჭდი ფოტოების გამოფენა "SUN PRINT" გაიხსნება. |
|
|
14:15 24.04.2012
|
პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში” გადაღებიდან 100 წელი გავიდა. 1912 წლის ზაფხულში მგოსნის მოგზაურობა კინოფირზე კინოოპერატორმა ვასილ ამაშუკელმა აღბეჭდა. |
|