ამერიკელი ბიზნესმენი, ცნობილი
სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოდის.
საქართველოს
პრეზიდენტის პრესსიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, ადმინისტრაცია აღნიშნულ
ინფორმაციას ფლობს, თუმცა ბიზნესმენის ჩამოსვლის ზუსტი
თარიღი მათთვის უცნობია.
გავრცელებული
ინფორმაციით, დონალდ ტრამპი თბილისს უახლოეს დღეებში ეწვევა. დაგეგმილია ბათუმში ჩასვლაც, სადაც
"ტრამპ თაუერის" მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
ბიზნემსმენის ინვესტიციით, თბილისსა და ბათუმში საცხოვრებელი კომპლექსი და
სასტუმრო უნდა აშენდეს.
Internet.ge