GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდა
17:51 10.04.2012
დღის სიახლეები

ზესტაფონში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მოხდა , რის შედეგადაც

მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს ყოველდღიურად, გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული იმერეთის რეგიონში ლაშა მაქაცარია, ზესტაფონის მოსახლეობას შეხვდნენ და ჩატარებული წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგებს გაეცნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, წყალმომარაგება ზესტაფონისთვის ბოლო 30 წლის მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობის ძირითად ნაწილს წყალი 3-4 დღეში ერთხელ მხოლოდ 3 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად კი, ზესტაფონის მოსახლეობა ყოველდღიურ, 7 საათიან, წყალმომარაგებაზე გადავიდა.

პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ქალაქის მოსახლეობამ წყალი უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიიღოს. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. სამუშაოებზე 70 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. 

ზესტაფონის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ფარგლებში შეკეთდა 3 ტუმბო-დანადგარი, ცენტრალური მაგისტრალის მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ხოლო 4 კმ-ზე მოხდა წერტილოვანი დაზიანებების აღმოფხვრა, რამაც წყლის დანაკარგის შემცირებას და წყალმომარაგების ყოველდღიურ გრაფიკზე გადასვლას შეუწყო ხელი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე1
ვერა ქობალიამ სასტუმრო „კაბადონის“ მშენებლობა დაათვალიერა2
საგარეო უწყებაში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის ერთი წლის საქმიანობა შეაჯამეს3
მიხაკო წერეთლის საქართველოში გადმოსვენება იგეგმება4
8 წლის გოგონას გაუპატიურებისათვის 63 წლის მამაკაცი ციხეში მხოლოდ 6 თვეს გაატარებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X