საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დღეს, გამართულ სხდომაზე „მაგთიკომი“ დაჯარიმდა.
კომისიამ „მაგთიკომს“ არასათანადო რეკლამით მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანის მცდელობის გამო
90 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
„GMG“ კონკურენტ კომპანიას არასათანადო სარეკლამო რგოლების გაშვებით მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებდა. საქმე ეხება,
სარეკლამო რგოლს შემდეგი ტექსტით: „მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ არხს მსოფლიოში „Setanta sports“. ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი,
ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები.
500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში, მაღალპროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი
მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის“. თუმცა, აღნიშნული სპორტული გადაცემების ქართულ ენაზე გაშვების უფლება
„GMG“–საც აქვს მოპოვებული. „მაგთისატი“ კი სარეკლამო რგოლში
მომხმარებელს
ეუბნება, რომ მხოლოდ მის აბონენტებს აქვთ
საშუალება იხილონ აღნიშული სპორტული გადაცემები, რითაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს“,-
აცხადებენ კომისიაში.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ სხდომას ესწრებოდა, როგორც „მაგთიკომის“ ასევე, შპს
“გლობალ მედია ჯგუფის“ („GMG“) წარმომადგენლები.
Internet.ge