ვაზისუბნის მეოთხე მ/რ-ში სუპერმარკეტ „სმარტის“ ახალი ქსელი
იხსნება.
"ვისოლი ჯგუფი"-ს ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე, ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატთან გიორგი
ვაშაძესთან ერთად ვაზისუბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ სუპერმარკეტის გახსნის
შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ სუპერმარკეტში 80 ადამიანი დასაქმდება.
„ჩვენ ვმუშაობთ ბიზენს სექტორთან, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტი
გაიხსნას და დასაქმდეს ხალხი. სმარტის სუპერმარკეტში კი ამ დროისთვის 80
ადამიანის დასაქმება მოხდება,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
Internet.ge