საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, დღეს ლაზიკას პორტის გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ბათუმში, ქართულ-ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, პორტი ლაზიკა საქართველოს ზღვისპირეთში ყველაზე დიდი იქნება. ახალ პორტში შესაძლებელი იქნება მაღალტონაჟიანი გემების მიღებაც, რასაც, დღესდღეობით, საქართველოს ვერც ერთი პორტი ვერ ახერხებს.
როგორც ცნობილია ლაზიკაში ახალი ტაძარიც აშენდება, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მოქცეული ისტორიული ტაძრის, ბანას ზუსტი ასლი იქნება.
Internet.ge