„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ საწვავზე ფასი 25
თეთრით გაიაფდეს. როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა „ინტერნეტ.ჯი“-ს განუცხადა, ის ამ საკითხში
ბოლომდე კომპეტენტური არ არის, თუმცა მას შემდეგ, რაც ბიზნესი წნეხისგან გათავისუფლდება, შესაძლოა, საწვავზე ფასი 25 თეთრით შემცირდეს.
ჯავახიშვილი „ინტერნეტ. ჯი“-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის არის
ფინანსისტი, ხოლო რაც შეეხება ნავთობპროდუქტების მწარმოებელი კომპანიების
მუშაობას, ამას შესაბამისი ორგანოები დაიანგარიშებენ და ცნობილი გახდება, თუ რამდენით შეიძლება დაიკლოს
საწვავის ფასმა.
Internet.ge