GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტმა „ლარსიჰესზე“ და „დარიალიჰესზე“ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა
17:09 14.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა  და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა  ალექსანდრე ხეთაგურმა  „ლარსიჰესზე“ და „დარიალიჰესზე“ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს.

ქართულმა კომპანიამ „ენერგია“ ყაზბეგში, მდინარე თერგზე  ჰიდროელექტროსადგურის „ლარსი ჰესი“ მშენებლობა 2011 წელს დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 98 მლნ კვტ/საათს შეადგენს. „ლარსი ჰესი“  -ის მშენებლობაზე 120 ადამიანია დასაქმებული. პროექტში 20 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2013 წლის შემოდგომაზე შევა.

კომპანიამ Darial-Energy-ი ყაზბეგში, მდინარე თერგზე ელექტროსადგურის „დარიალიჰესი“ მშენებლობა 2011 წლის შემოდგომაზე  დაიწყო. ჰესის დადგმული სიმძლავრე 109 მგვტ–ია, ხოლო წლიური გამომუშავება 525 მლნ კვტ/საათს შეადგენს.

„დარიალიჰესის“ მშენებლობაზე 150 ადამიანია დასაქმებული. პროექტში 135 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. ახალი ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2014 წლის გაზაფხულზე შევა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიები  გამომუშავებულ ელექტროენერგიას ზამთარში შიდა ბაზარზე გაყიდიან, ხოლო ზაფხულში ექსპორტზე გაიტანენ.

საქართველოს მთავრობამ ახალი ჰესების მშენებლობებში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფო პროგრამა “განახლებადი ენერგია 2008“ შეიმუშავა. პროგრამის ფარგლებში, დღეისათვის საქართველოს რეგიონებში 15 ახალი ჰესი შენდება. 2012-2013 წლებში კი დამატებით 20 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება. 

პროექტების განხორციელების შედეგად, ენერგოსექტორში 4  მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, შეიქმნება 3 ათასი მგვტ-ის დამატებითი სიმძლავრე, ხოლო განსახორციელებელ სამუშოებზე 13 ათასი ადამიანი დასაქმდება.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საზოგადოებას არჩევნების შედეგების ნდობისკენ მოუწოდებს1
ხადური: ჩემი ფინანსთა მინისტრად დასახელება ჟურნალისტების ფანტაზიის ნაწილია2
დემეტრაშვილი: ძალოვანი მინისტრების დანიშვნაზე პრემიერს პრეზიდენტის თანხმობა სჭირდება3
ცესკო: მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ნუ შეუშლიან ხელს კომისიების მუშაობას4
ინგა გრიგოლიამ Facebook-ში საკუთარი გვერდი გააუქმა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X