GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს
12:30 08.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ფინანსთა მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე მერაბიშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით,  საქართველოს ბიუჯეტი 2 მილიარდ ლარს შეადგენს. საერთო ბიუჯეტს რაც შეეხება, ფინანსთა მინისტრის თქმით, აღნიშნულმა თანხამ 8 მილიარდზე მეტი ლარი შეადგინა.

როგორც მერაბიშვილმა კანცელარიაში გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს.

„ბოლო დღეებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ხაზინაში თანხა არ არის, თითქოს საქართველოს არავითარი რეზერვები არ გააჩნია. ამოტომ გადავწყვიტე ინფორმაცია გამეცნო ბიუჯეტის შესახებ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ხეთაგურის განცხადებით, სახელმწიფო ანგარიშებზე არსებული თანხების რაოდენობა ჯამში 2 მილიარდ ლარს აღემატება.

„სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებზე 9 20 მილიონი ლარი ინახება. ადგილობრივ თვითმართველობებს რაც შეეხება აქ 200 მილიონი ლარი ფიქსირდება. საჯარო სამართლისა და იურიდიული პირების ანგარიშებზე არის 320 მილიონი ლარი. ხოლო სახელმწიფო საწარმოების ანგარიშებზე- 587 მილიონ ლარზე მეტი“,- განაცხადა ფინანსათა მინისტრმა.

მერაბიშვილის განცხადებით, კი აღნიშნული 2 მილიარდი არანაირი ვალდებულებებით არ არის დატვირთული.

„აღნიშნული თანხა დღესვე შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი ხარჯისა და დაპირების შესასრულებლად“,- განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

ვანო მერაბიშვილი ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებითაც დაინტერესდა. ალექსანდრე ხეთაგურის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ანგარიშზე ირიცხება ორი მილიარდ ცხრაასი მილიონი აშშ დოლარი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტში მივიდა1
საქართველოსა და ლიტვის გარემოს დაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართა2
77 ადამიანის მკვლელ ბრეივიკს ეშინია რომ მოკლავენ3
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს4
ცესკოს წინასწარი შედეგებით აჭარაში „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X