GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ხეთაგური: ბიუჯეტის მოცულობამ საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
12:41 08.10.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2013 წლის ბიუჯეტის საპროექტო მონაცემები ფისკალურად ჯანსაღია.

ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, ბიუჯეტი  საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად უკვე წარდგენილია განსახილველად საქართველოს პარლამენტში.

„არსებული კანონპროექტით ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,5%-დან 2,8%-მდე. ამასთან, ბიუჯეტის მოცულობამ საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და მისმა ხარჯვითმა ნაწილმა სახელმწიფო ბიუჯეტისთვის 8.5 მლრდ ლარს, ხოლო ნაერთი ბიუჯეტისთვის 9.0 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით ნაერთი ბიუჯეტის ზრდა იგეგმება 500.0 მლნ ლარით“,- აღნიშნა ხეთაგურმა და აქვე დასძინა, რომ გარდა შიდა რესურსისა, საქართველოს გააჩნია ადეკვატური ოდენობის საერთაშორისო რეზერვები.

„დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი - სექტემბრის მონაცემებით წლიური ინფლაცია ნულის ფარგლებშია და მისი მნიშვნელოვანი ზრდა არ არის მოსალოდნელი. 2012 წლის დარჩენილ პერიოდში და 2013 წლის განმავლობაში, არსებული პროგნოზებით, წლიური ინფლაცია დაბალი ერთნიშნა მაჩვენებელი იქნება. სახელმწიფოს ფინანსური კუთხით გააჩნია ძლიერი და მდგრადი პოზიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში პასუხისმგებლობით აღსავსე და მომავალზე ორიენტირებული, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედეგია“,- დასძინა ხეთაგურმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორტაჟი: ლონდონი 2012 გახსნის ცერემონიალი1
დიმიტრი შაშკინის 8 წლის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ2
გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა3
პრობაციის ეროვნული სააგენტოს კომისია საქმეების განხილვას განახლებული შემადგენლობით იწყებს4
ცოტნე გამსახურდია მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გადასინჯვას მოითხოვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X