ლევან ვარშალომიძე ნაპირდაცვის სამთავრობო კომისიას შეხვდა
14:46 08.10.2012
|
დღის სიახლეები
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჭარის არ. მთავრობის თავმჯდომარემ ნაპირდაცვის სამთავრობო კომისიასთან ერთად რეგიონის სანაპირო ზოლის ავარიული უბნების გამაგრების საკითხებზე იმსჯელა.
შეხვედრაზე ყურადღება აეროპორტის მიმდებარედ სანაპიროს დაცვაზე გამახვილდა. ასევე იმსჯელეს ქობულეთისა და ჩაქვის მონაკვეთების გამაგრებაზე. მომავალ წელს სულ 770 მეტრი სანაპირო ზოლის გამაგრება იგეგმება, რომლის ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე მოეწყო ჰოლანდიელების მიერ შემუშავებილი ბათუმის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტების პრეზენტაცია. უცხოელმა გეოლოგებმა საქართველოს მუნიციპალური გავნითარების ფონდის დაკვეთით 7 ალტერნატივა წარმოდგინეს, ამათგან მხოლოდ ორი შეირჩა და საბოლოო დეტალებსაც დამკვეთი განსაზღვრავს. პროქტები გრძელვადიანია და მთელი პლაჟის გამაგებას მოიცავს.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|