საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, მთავრობის ჩამოყალიბება და არჩევნების შედეგების საბოლოო
დაზუსტების გაჭიანურება არ უნდა მოხდეს და ყველაფერი დროულად უნდა მოგვარდეს.
პრეზიდენტის
თქმით, საქართველოს ბიუჯეტი სავსეა, ქვეყანას
კი იმაზე ნაკლები ვალი აქვს, ვიდრე ეს ‘’ვარდების
რევოლუციამდე" და მას შემდგომ
იყო.
„ილუზიები,
რომ დამპყრობელთან პრობლემები, ერთი კონკრეტული ლიდერის გამო გვაქვს, ვფიქრობ, ამ
არჩევნების შემდეგ, ახალ კოალიციასაც აღარ დარჩება და გაეფანტება. საჭიროა
ევროატლანტიკური კურსის გაგრძელება. ასევე აღარ უნდა გავაჭიანუროთ მთავრობის
ჩამოყალიბების პროცესი. საქართველოს ბიუჯეტი ისეთი სავსეა, როგორც არასდროს
ყოფილა, ბიუჯეტს კი იმხელა რესურსები აქვს, რომ სხვა რომ არაფერი შექმნან, ამ
ყველაფერით ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
ქვეყნის
პირველი პირის განცხადებით, პოლიტიკოსები უნდა მიხვდნენ, რომ საარჩევნო კამპანია
დასრულდა და ქვეყნის განვითარებისა და პროგრესისთვის იმუშაონ.
internet.ge