პარლამენტის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით,
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პარლამენტში პირველ ოქტომბერს იქნა შემოტანილი
მთავრობას დაუბრუნდება.
როგორც ჟურნალისტებს
ონოფრიშვილმა განუცხადა, პარლამენტის თავმჯდომარის წერილის საფუძველზე, ბიუჯეტის
პროექტი მთავრობას დაუბრუნდება, რომელსაც მთავრობა გადაამუშავებს და პარლამენტში ახალ
ვარიანტს ნოემბრის ბოლომდე შეიტანს.
„დეკემბრის პირველ
რიცხვებში, დებატები გაიმართება და ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება წლის ბოლომდე მოხდება“,
- დასძინა მან.
internet.ge