GE / EN
საინფორმაციო პორტალი
ეკონომიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გადახდისუუნარო საწარმოებთან დაკავშირებით ცვლილება მზადდება
18:56 17.04.2012
დღის სიახლეები

გადახდისუუნარო საწარმო კრედიტორთა წინაშე დავალიანების არსებობის მიუხედავად - ლიკვიდაციას მაინც დაექვემდებარება.

ამასთან დაკავშირებით, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უკვე მოხდა.

პროექტის თანახამდ, თუ სასამართლო იმ დასკვნამდე მივა, რომ განცხადების შეტანის დროისთვის მოვალეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული საპროცესო ხარჯების დასაფარად საკმარისი ქონება არ გააჩნია, მაშინ სასამართლო გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შემტან პირს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარს ეუბნება და  გადაწყვეტილება გამოაქვს საწარმოს ლიკვიდაციის თაობაზე. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება კი საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი ხდება და ის 30 კალენდარული დღის ვადაში მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინება.

პროექტის ავტორთა განმარტებით,  თუ საწარმოს გაკოტრებისათვის საჭირო ხარჯების თანხები არ გააჩნია, ის ვერც კრედიტორებს დააკმაყოფილებს.

მათი თქმით, იქმნება სიტუაცია, როცა, ერთი მხრივ, არსებობს საწარმო, რომლის არსებობას არც იურიდიული და არც ეკონომიური საფუძველი არ გააჩნია და მეორე მხრივ, არ არსებობს ამ საწარმოს ფუნქციონირების შეწყვეტის სამართლებრივი გზა.

„ჩვენს მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები გვთავაზობს ამ პრობლემების მოგვარების სამართლებრივ საშუალებას, რაც აღმოფხვრის არსებულ სამართლებრივ ჩიხს, რომელშიც ხვდება სამეწარმეო სუბიექტი“- აცხადებენ კანონმდებლები.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლილოში ქლორის გაჟონვის შედეგად ინტოქსიკაცია 56 ადამიანმა მიიღო1
გელა ნიკოლაიშვილს მოსამართლემ მოუწოდა არ ესაუბრა დასაცავი პირის საწინააღმდეგოდ2
მუნიციპალურ ტრანსპორტზე ფასდაკლების შესახებ დადგენილება უკვე ძალაშია3
მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიური ნაკრების წევრები მიიღო4
შალვა ნათელაშვილმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X