სოფლის
მეურნეობის
მინისტრმა ზაზა გოროზიამ,
შიდა
ქართლში, საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
გოროზიამ სოფელ ბებნისში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დახმარებით, 1,5 ჰა-ზე გაშენებული ხეხილის სადემონსტრაციო ბაღი დაათვალიერა, რომელშიც ვაშლის ახალი ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. ბაღში დამონტაჟებულია თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა. აღნიშნულ მეურნეობაში ყოველწლიურად 40
ტონაზე მეტ მაღალხარისხიან ვაშლის მოსავალს იღებენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ქარელში მშენებარე მექანიზაციის სერვისცენტრიც მოინახულა, რომელშიც ლაბორატორიაც განთავსდება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის შემოწმება მოხდება. ცენტრში გლეხს ყველა საჭირო მომსახურების მიღების საშუალება ექნება.
„მექანიზაციის
სერვისცენტრის
მშენებლობა
თვის ბოლოს დასრულდება, აქ განთავსდება ის ტექნიკა, რომელის შემოყვანაც სოფლის მეურნეობის განვითარების და ფერმერთა დახმარების ფარგლებში განხორციელდა და გადანაწილდა
რეგიონებში.
ჩვენი მოვინახულეთ ვაშლის სადემონსტრაციო ნაკვეთი, სადაც თანამედროვე ჯიშების გამოცდა მიმდინარეობს. ახალი ჯიშები გლეხს საშუალებას მისცემს მოსავალი გაზარდოს და მეტი შემოსავალი მიიღოს. ჩვენი მიზანია ადგილობრივმა პროდუქტმა მთლიანად ჩაანაცვლოს იმპორტირებული და გავიდეს
ექსპორტზეც“,
- განუცხადა ზაზა გოროზიამ ჟურნალისტებს.
ტექნიკის
შეძენა და რეგიონებში გადანაწილება გაგრძელდება და 4 ეტაპად განხორციელდება.
საერთო ჯამში წლის ბოლოს ქვეყანაში 600 ერთეული ახალი სხვადასხვა დანიშნულების და სიმძლავრის ტრაქტორი და 1200 მისაბმელი
შემოვა.
internet.ge