2013
წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 50 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე შემცირდა.
პროექტის თანახმად, უცვლელი დარჩა მთავრობის სარეზერვო ფონდი, რომელიც 50 მილიონ ლარს
შეადგენს.
გამოქვეყნებული დოკუმენტეის მიხედვით ასევე, შემცირდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიც. საქართველოს ეროვნული უშიშროების აპარატისთვის კი, 24 784 000 ლარის ნაცვლად 1 800 000 ლარი
გამოიყოფა.
ასევე
ცნობილია, რომ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 14 160 000 ლარიდან 9 230 000 ლარამდე შემცირდა.
ბიუჯეტის პროექტს საკანონმდებლო ორგანო
მიმდინარე კვირას განიხილავს.
Internet.ge