ბიზნეს სექტორის შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიასთან
18:10 12.12.2016
|
დღის სიახლეები
|
(სემეკი)
პრესრელიზი
13 დეკემებერს ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“
(GEA) ორგანიზებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნეს სექტორს შეხვდება.
შეხვედრას სამთავრობო უწყებების და ელექტროენერგეტიკის სექტორის
წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრას გახსნის „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი
ელგუჯა მელაძე. ხოლო, ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
ზვიად გაჩეჩილაძე წარადგენს პრეზენტაციას თემაზე: „ნეტო აღრიცხვის რეგულირება
საქართველოში“
შეხვედრას ასევე დაესწრებიან: კომისიის წევრი გოჩა შონია, ელექტროენერგეტიკის
დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე; მეთოდოლოგიური უზრუნველყოფისა და
მომსახურების ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამარ
ბარსონიძე; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ნინო ლაშხია;
შეხვედრის ფორმატიდან გამომდინარე, კომპანიებს ექნებათ საშუალება, პირდაპირი
დიალოგის რეჟიმში, დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემებთან დაკავშირებით.
შეხვდრა იმართება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ
შეხვედრების ციკლის - „ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან“ ფარგლებში.
შეხვედრის დრო და ადგილი:
13 დეკემბერი, 10:00 საათი
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|