"ენერგო-პრო ჯპრჯიამ"
ინდივიდუალური
გამრიცხველიანება
კიდევ 9 სოფელში დაასრულა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კომპანიიდან
აცნობეს.
თანამედროვე
ევროსტანდარტების
შესაბამისი
მრიცხველები
დამონტაჟდა
ახალციხის
რაიონის სოფელ წგრუთში (294 აბონენტი), წალკის რაიონის სოფელ განთიადში (179 აბონენტი), მარტვილის რაიონის სოფელ სერიეთში (495 აბონენტი), ახალქალაქის რაიონის სოფელ მერჯახეთში (82 აბონენტი), კასპის რაიონის სოფელ სასირეთში (255 აბონენტი), მცხეთის რაიონის სოფელ ახალსოფელში
(255 აბონენტი),
ხელვაჩაურის
რაიონის სოფელ ახალსოფელში
(501 აბონენტი),
გორის რაიონის სოფელ კარალეთში (1144
აბონენტი)
და ხაშურის რაიონის სოფელ ახალშენში (31 აბონენტი).
საერთო
ჯამში გამრიცხველიანდა
3 236 აბონენტი.
პროექტში განხორციელებულმა
ინვესტიციამ
970 800 ლარი
შეადგინა.
გამრიცხველიანებასთან
ერთად აქტიურად მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
კომპანია
გამრიცხველიანების
სამუშაოებს
განაგრძობს
და მას მთელი საქართველოს მასშტაბით 2013 წლისთვის დაასრულებს.
Internet.ge