ჩეხეთის
რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის, მილან შტეხის განცხადებით, საქართველო 22
ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელთანაც ჩეხეთი განსაკუთრებულ ეკონომიკურ ურთიერთობებს
დაამყარებს.
მისი
თქმით, ჩეხეთის რესპუბლიკამ 22 ქვეყანასთან
ექსპორტის სპეციალური სტრატეგია დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, ჩეხეთი პარტნიორ
ქვეყნებში ინფრასტრუქტურის მშენებლობას ხელს შეუწყობს.
„ეს
იქნება საწარმოების მშენებლობა, აღნიშნული
კი ხელს შეუწყობს დასაქმებას, რადგან ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ჩეხეთის
რესპუბლიკას სურს, რომ მეტად დაეხმაროს კერძო ინვესტიციებს საქართველოში, რადგან
საქართველო მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვან ქვეყნად
რეგიონში“, – განაცხადა მან.
შეგახსენებთ,
რომ თბილისში ორდღიანი ბიზნეს-ფორუმი იმართება. ღონისძიების მიზანი ბიზნესპარტნიორების მოძიება და საქმიანი თანამშრომლობის დამყარებაა. ფორუმის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართება და ქართულ კომპანიებს პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ექნებათ.
ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია სენატის თავმჯდომარის მილან შტეხის ხელმძღვანელობით საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციაში არიან ბიზნესმენები სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, სამრეწველო, სამშენებლო, საკონსულტაციო და საფინანსო სექტორებიდან.
Internet.ge