ოპოზიციონერი
დეპუტატი, გურამ ჩახვაძე, ინიციატივით გამოდის – ბანკებმა გლეხებს ორწლიანი სესხი მისცენ.
როგორც დღევანდელ
პლენარულ სხდომაზე ჩახვაძემ განაცხადა, სოფლის მეურნეობის სფეროში შექმნილ რთულ ვითარებაზე საუბარია პატრიარქის ეპისტოლეში და ხელისუფლება ვალდებულია მასზე რეაგირება მოახდინოს.
მისი თქმით, პრობლემას ის ფაქტი წარმოადგენს,
რომ მიწების სრულად ათვისება ვერ
ხდება და რაც მუშავდება, გლეხი სასურველ შედეგს იქიდანაც ვერ იღებს.
„გლეხურ მეურნეობებს სახელმწიფომ მხარი უნდა დაუჭიროს და სოფელი ფეხზე უნდა დააყენოს, რომელიც ქვეყნის ეროვნული იდენტობის საფუძველიც არის. სოფლად, მძიმე მდგომარეობა გვაქვს და ამით პრობლემა ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ექმნება“, – დასძინა მან.
internet.ge